სტრასბურგის სასამართლოში 20-21 ივნისის საქმის განხილვა დიდ პალატაში მიმდინარეობს
სტრასბურგის სასამართლოში 20-21 ივნისის საქმის განხილვა დიდ პალატაში მიმდინარეობს. გასაჩივრებამდე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა , რომ საქართველოს კანონმდებლობა თავსებადია სტანდარტებთან. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას. პოზიტიურად შეფასდა პროკურატურის მიერ გამოძიების დროულად დაწყება. არ დარღვეულა კონვენციის არცერთი მუხლი არსებით ნაწილში. სტრასბურგის სასამართლო ოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით ითხოვს გამოძიებას, რომელიც გიორგი გახარიას ეხება. შინაგან საქმეთა მინისტრი 2019 წელს, სწორედ გახარია იყო.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
