ზუგდიდში დიდთოვლობამ გარკვეული პრობლემები შექმნა - მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები
ზუგდიდში დიდთოვლობამ გარკვეული პრობლემები შექმნა. შვიდ სკოლაში სასწავლო პროცესი გადაიდო. ცალკეულ უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაო. ზუგდიდის მერიაში ამოქმედებული ცხელი ხაზი.
