ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის პირველი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა
ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის პირველი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა. სკოლა 780 მოსწავლისთვისაა გათვალისწინებული, სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა და სასადილო. ასევე, ღია და დახურული სპორტული მოედნები და რეკრეაციული სივრცეები.
