„იმედი“ ოქროს ღილაკის მფლობელი
„იმედი“ პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი ქართული ტელევიზიაა, რომლის YouTube არხი „ოქროს ღილაკის“ მფლობელია. ინტერნეტ სივრცის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ჩვენს YouTube პლატფორმას გარკვეული სტანდარტების დაცვით დიდი აუდიტორიის შეგროვებისთვის მიენიჭა. ეს საპატიო პრიზი იმ არხებს გადაეცემათ, რომლებიც მილიონ გამომწერს აჭარბებენ.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
