ელჩისგან დამალული სიმართლე
პაველ ჰერჩინსკი უფლებამოსილებას კიდევ ერთხელ აჭარბებს. ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს თავად განსაზღვრავს და სანქცირების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად საჭირო ერთსულოვნება ევროკავშირში ისევ არ არსებობს. ხელისუფლებისთვის დიპლომატის პოლიტიკური აქტივიზმი სიახლეს აღარ წარმოადგენს. არც ის დუმილია სიახლე, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა უკვე თვეებია თავს აფარებს და ასე ირიდებს პასუხს კითხვაზე- რას ხმარდება ჩვენს ქვეყანაში „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ფინანსები? ელჩის დუმილი, პასუხის ნაცვლად და ხმაური იქ, სადაც დიპლომატის კომპეტენცია არ ვრცელდება.