ბრძოლა სტიქიასთან
საკოორდინაციო შტაბს კიდევ ერთხელ მოუხდა იმის განმარტება, რომ შექმნილ ვითარებაში გადაუმოწმებელი ცნობების გავრცელება საზიანოა. დეზინფორმაცია კი საკმაოდ ბევრი გავრცელდა. მათ შორის ერთი ეხებოდა მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც მაშველებმა მშობლებთან ერთად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ასევე 100 წელს გადაცილებულ მოხუცს, რომლის შვილიშვილმა ყალბი ამბის გამავრცელებლებს თავად უპასუხა. ვითარება კი საკმაოდ რთულია. თოვლის საფარი ზოგან ორ მეტრს აჭარბებს. ათეულობით სოფლამდე მისასვლელი გზა ჩახერგილია. საგანგებო რეჟიმზეა გადასული შსს-ს ყველა დანაყოფი და პრემიერის გადაწყვეტილებით, პროცესში ჩართულია თავდაცვის ძალებიც. 112 მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მსგავსი ამინდი 27 თებერვლამდე შენარჩუნდება.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
