საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი გავიდა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი გავიდა. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა. პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თბილისის მერმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
