ზუსტად სამი წლის წინ მმართველი გუნდის მიერ გაცხადებულმა პოზიციამ, ქვეყანა ომისგან და ეკონომიკის ჩამოშლისგან იხსნა
ზუსტად სამი წლის წინ მმართველი გუნდის მიერ გაცხადებულმა პოზიციამ, ქვეყანა ომისგან და ეკონომიკის ჩამოშლისგან იხსნა. მმართველი გუნდის შეფასებით ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, რისი შედეგიც ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებაა. მაშინდელი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ დააკისრებდა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ენჯეო სექტორის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკული განცხადებები ისმოდა საერთაშორისო აქტორებისგანაც. ოპოზიციის რიტორიკა ახლა შერბილებულია, უფრო მეტიც ლელო, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა და ამ საკითხზე რეზოლუციის პროექტიც კი ჰქონდათ პარლამენტში დარეგისტრირებული, დღეს ამბობს, რომ მსგავსი რამ არავის მოუთხოვია.
