საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ მგზავრობისგან
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ მგზავრობისგან. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მასშტაბით კვლავ ინტენსიური თოვაა, დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მგზავრობისთვის აუცილებელია გამართული სატრანსპორტო საშუალება და სეზონის შესაბამისი საბურავები.
