ამ დროისთვის ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8%-ს შეზღუდვით მიეწოდება
ამ დროისთვის ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8%-ს შეზღუდვით მიეწოდება. ამ მხრივაც განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში, სადაც დაახლოებით 16 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ადგილობრივი და დამატებითი ტექნიკური ბრიგადები გურიაში და აჭარაში საგანგებო ვითარებაში განაგრძობენ მუშაობას.
