ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა რამდენიმე კვირაში დასრულდეს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა რამდენიმე კვირაში დასრულდეს. მარკო რუბიოს თქმით, რუსეთისა და ამერიკის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე სამშვიდობო პროცესის კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრებენ. ამერიკულ მხარეს სურს გაიგოს, ომის დასასრულებლად რა კომპრომისებზე შეიძლება წავიდეს როგორც მოსკოვი, ასევე კიევი. რუბიოს თქმით, თეთრი სახლი მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას ცდილობს. სამწუხაროდ, ამას უკრაინული მხარე ეწინააღმდეგება და საკუთარი პოზიციის შერბილებაზე უარს აცხადებს.
