ევროკავშირი უკრაინას წიაღისეულის შესახებ შეთანხმების საკუთარ ვერსიას სთავაზობს
ევროკავშირი უკრაინას წიაღისეულის შესახებ შეთანხმების საკუთარ ვერსიას სთავაზობს. გამოცემა პოლიტიკოს მიხედვით, წინადადება ინდუსტრიული სტრატეგიის საკითხებში ევროკომისარმა, სტეფან სეჟურნემ უკრაინულ მხარეს ომის დაწყების მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ვიზიტის დროს გააცნო. როგორც კომისარმა აღნიშნა, ევროპა არასოდეს მოითხოვს ისეთ შეთანხმებას, რომელიც ორმხრივად მომგებიანი არ იქნება. შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინამ 30 კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალიდან 21 ევროპას შეიძლება ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ფარგლებში შესთავაზოს.
