უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ აღიარა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ აღიარა. არესტოვიჩი წერს, რომ რადამ ზელენსკის ევროპელი პარტნიორების თანდასწრებით სილა გააწნა. ასევე აღნიშნავს, რომ რეზოლუციის ჩაგდებით და პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ზელენსკის მანდატის არაღიარებით, პარლამენტმა პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი წასვლის დროა. რეზოლუციაში, რომელსაც რადამ მხარი არ დაუჭირა, წერია, რომ: ომის დროს არჩევნები არ ტარდება და რომ ზელენსკი არჩეულია თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით, ხოლო მის მანდატს უკრაინელი ხალხი და უმაღლესი რადა ეჭვქვეშ არ აყენებენ.
