„იმედის“ youtube არხი ოქროს ღილაკის მფლობელია
„იმედის“ არხი ოქროს ღილაკის მფლობელია. ინტერნეტ სივრცის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ჩვენს youtube პლატფორმას დიდი აუდიტორიის შეგროვებისთვის მიენიჭა. ეს საპატიო პრიზი გადაეცემათ იმ არხებს, რომლებსაც მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ. ოქროს ღილაკი არა მხოლოდ პრესტიჟის სიმბოლოა, არამედ youtube-ის აღიარებაა იმ შრომისთვის, რომელსაც კონტენტ შემქმნელები არხის განვითარებაში დებენ. აღსანიშნავია, რომ ამიერიდან იმედი საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეარხის ყველაზე რეიტინგული youtube არხია. ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ არა მარტო კონკურენციას ვუწევთ სხვა არხებს, არამედ ლიდერები ვართ ჩვენს კატეგორიაში. „იმედის“ ამჯერად ინტერნეტ სივრცეში მიღწეული წარმატება არხმა საზეიმოდ აღნიშნა.
