დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელის ტერიტორიაზე დაღუპული იუნკრები გაიხსენეს
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელის ტერიტორიაზე დაღუპული იუნკრები გაიხსენეს. ახალგაზრდებმა კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად, 1921-მეტრიანი გარბენი მოაწყვეს და მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებმა შემორჩენილი სანგრებიც დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.
