საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი გავიდა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი გავიდა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა. პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა, თბილისის მერმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და იუნკერთა გმირობაზე ისაუბრეს.
