საქართველოში რამდენიმე დღეა ინტენსიურად თოვს
საქართველოში რამდენიმე დღეა ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ერთ ნახევარ მეტრს გადააჭარბა, დაბალ ზონაში კი ერთ მეტრს მიაღწია. სტიქიამ პრობლემები შექმნა აჭარაში, გურიასა და იმერეთში. დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა გურიაში. ჩაკეტილია იმერეთის 42 სოფლის გზა. უკვე რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
