საქართველოში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანა სრულად არის მობილიზებული
საქართველოში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანა სრულად არის მობილიზებული, რათა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელი გზები იყო გაწმენდილი და მოსახლეობას ჰქონდეს პირველადი საჭიროების ნივთები. შალვა პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველა ზომას იღებს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.
