მთავრობის განკარგულებით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან
მთავრობის განკარგულებით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. უამინდობის გამო შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას დაკმაყოფილებული.