ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშა დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტის შენობაზე. დროშა დაშვებულია თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე ყველა სამხედრო ქვედანაყოფში. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. იუნკრები საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
