ჯილდო კალათბურთელებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრები მთავრობამ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კაპიტანი თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებსაც განსაკუთრებული მიღწევები აქვთ, ბრწყინვალების ორდენზე იქნებიან წარდგენილი, ხოლო ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრები და ფედერაციის ხელმძღვანელები, ღირსების ორდენზე. ამ გადაწყვეტილებით მთავრობის მეთაური ქართველი კალათბურთელების მიერ, ზედიზედ მეექვსედ ევრობასკეტის საგზურის მოპოვებას გამოეხმაურა.
