ოლაფ შოლცი დამარცხდა
კონსერვატიული ძალების გამარჯვება, ოლაფ შოლცის პარტიის კრახი და ულტრამემარჯვენე პარტიის რეკორდული მაჩვენებელი - ასეთია გერმანიაში ისტორიული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი. გერმანიის მომდევნო კანცლერი ქრისტიან დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი იქნება, თუმცა წინ მას მთავრობის ფორმირებისთვის ბუნდესტაგში სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნის რთული პერიოდი ელის.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
