მაკა ბოჭორიშვილი ჟენევაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში გაეროს ოფისში სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აქცენტი ოკუპაციასა და არჩევნებზე გააკეთა. ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ოკუპაციის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის სამშობლოში დაბრუნების უფლების წართმევის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები უკანონოა და არ გააჩნია სამართლებრივი ძალა, რადგან ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
