პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული ეკონომიკური შეთანხმება სადამსჯელო ხასიათისაა, თუმცა მასზე უარის თქმა შესაძლოა გაცილებით უარესი აღმოჩნდეს - წერს "ეკონომისტი"
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული ეკონომიკური შეთანხმება სადამსჯელო ხასიათისაა, თუმცა მასზე უარის თქმა შესაძლოა გაცილებით უარესი აღმოჩნდეს - წერს "ეკონომისტი". ეკონომისტის ცნობით, შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ბუნებრივი რესურსებიდან და საპორტო ინფრასტრუქტურიდან მიღებული მოგების 50 პროცენტს შეერთებულ შტატებს გადასცემს იქამდე, ვიდრე საბოლოო ჯამური თანხა 500 მილიარდ დოლარს არ მიაღწევს, რასაც შესაძლოა ასობით წელიწადი დასჭირდეს. ამერიკის პრეზიდენტი ამ გზით ცდილობს შეერთებულ შტატებს დაუბრუნოს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის მიცემული ასობით მილიარდი დოლარი.
