ევროკავშირი მხარ უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის უარს უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე
ევროკავშირი მხარ უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის უარს უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ომის დროს არჩევნების ჩატარებას ევროკავშირი არ მიესალმება. კაია კალასი ვაშინგტონში ვიზიტს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას გეგმავს. მანამდე კი უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკაში გაკეთებულ განცხადებებს რუსულ ნარატივად აფასებს.
