მე-5 დღეა თოვს ბათუმში
მე-5 დღეა თოვს ბათუმში. საგზაო და საქალაქო ინფრასტრუქტურის, ასევე გადაადგილების კუთხით გარკვეული პრობლემებია. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრალური და მეორადი ქუჩების გაწმენდითი სამუშაო. ამ ეტაპზე ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი. დღეს და ხვალ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
