სანდრო ცნობილაძემ მის სახლში ჩხრეკა აქციებს დაუკავშირა, თუმცა მალევე ცნობილი გახდა რომ საქმე ეხება ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას
სანდრო ცნობილაძემ მის სახლში ჩხრეკა აქციებს დაუკავშირა, თუმცა მალევე ცნობილი გახდა რომ საქმე ეხება ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას. გამომძიებლის ინფორმაციით, დაზარალებული ქალის მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვებასთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა სანდრო ცნობილაძეზე.
