გზები თოვლისგან საქართველოს მასშტაბით იწმინდება
გზები თოვლისგან საქართველოს მასშტაბით იწმინდება. სამუშაო მიმდინარეობს დედაქალაქშიც. თბილისში ყველა სატრანსპორტო კვანძი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, გახსნილია. „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მიმართონ ცხელ ხაზს.
