შეერთებულმა შტატებმა უკრაინაზე გაეროში რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომლის თანასპონსორი საქართველოა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინაზე გაეროში რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომლის თანასპონსორი საქართველოა. ამერიკა მოუწოდებს კიევს, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე, გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი დაუჭიროს შტატების ახალ პროექტს. ვაშინგტონი და კიევი გაეროს დასამტკიცებლად, ორ სხვადასხვა რეზოლუციას სთავაზობენ. შეერთებული შტატების რეზოლუციას უკვე შეუერთდა უნგრეთი.
