საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ეგიდით ევრაზიის პროფესიონალური სანდას ლიგა ჩატარდა
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ეგიდით ევრაზიის პროფესიონალური სანდას ლიგა ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს, სომხეთის, ინდოეთისა და ლიეტუვის ყველაზე ძლიერმა ათმა სპორტსმენმა მიიღო. ჩვენი ქვეყნის სახელით 5 მონაწილე გამოდიოდა. შეჯიბრებას საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის უცხოელი და ქართველი არბიტრები მსაჯობდნენ. ჩემპიონ პრიზიორები 5 წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ, მათგან 4-ში ქართველებმა გაიმარჯვეს, რომელთაც დიპლომები, ფულადი ჯილდო და გარდამავალი ქამრები გადაეცათ.
