ქობულეთში დილიდან განახლდა და იწმინდება ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები
ქობულეთში დილიდან განახლდა და იწმინდება ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები. 34 მიმართულებით უკვე გაწმენდილია 15 ადმინისტრაციულ ერთეულში გზა. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა რიგ სოფლებში პრობლემები ამ კუთხით მაინც რჩება, იგივე მდგომარეობაა გაზმომარაგების კუთხითაც, ამ ეტაპზე 400 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი.
