მესამე დღეა დიდთოვლობის გამო გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკის საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები
მესამე დღეა დიდთოვლობის გამო გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკის საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. უხვმა ნალექმა რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით. „ენერგო პრო ჯორჯიას“ და „სოკარ გაზის“ ტექნიკური ჯგუფები ცდილობენ პრობლემის დროულად აღმოფხვრას.
