23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა, თბილისის მერთან ერთად, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მმართველი გუნდის წევრები ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ.
