ისრაელმა 600-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება გადადო
ისრაელმა 600-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება გადადო. გადაწყვეტილება პრემიერმა ნეთანიაჰუმ მას შემდეგ მიიღო რა, ჰამასმა 6 მძევლის გადაცემის ცერემონია დამამცირებელი შოუს სახით გამართა. ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება იქამდე გადადო, ვიდრე „ჰამასის“ მიერ მძევლების შემდგომი გადაცემა გარანტირებული არ იქნება.
