ტრამპის ადმინისტრაცია კიევს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტზე უარის თქმას სთხოვდა, რომელშიც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია იყო დაგმობილი და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნაზე იყო საუბარი
ტრამპის ადმინისტრაცია კიევს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტზე უარის თქმას სთხოვდა, რომელშიც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია იყო დაგმობილი და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნაზე იყო საუბარი. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროს თქმით, თავდაპირველად ვაშინგტონმა კიევს გაეროს რეზოლუციის პროექტის შეცვლა შესთავაზა, რათა „ის უფრო სუსტი გაეხადა“. შემდეგ შტატებმა წარადგინა საკუთარი რეზოლუციის პროექტი და უკრაინას მოსთხოვა უკან წაეღო თავისი ვარიანტი, რომელიც უკვე შეთანხმებული იყო სხვა პარტნიორ ქვეყნებთან. „ვაშინგტონ პოსტის“ უკრაინულმა წყარომ განაცხადა, რომ ამ წინადადებამ კიევი „შოკში ჩააგდო“ და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს არსებული რეზოლუციის გამოთხოვა აუკრძალა.
