ბრიტანეთის პრემიერი: დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოვხატავ
„დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოვხატავ“,- დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას BBC-ი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მომავალ კვირას, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის სუვერენიტეტის მნიშვნელობას განიხილავს.
