ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველდღიური მიმართვა
„ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საუბრები უკრაინასა და მთელ ევროპაზე, უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით გაიმართოს“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის უსაფრთხოების გარანტიებზე რამდენიმე ქვეყნის პრემიერ მინისტრს მათ შორის ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთისა და საბერძნეთის ლიდერებს ესაუბრა.
