გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 6 საათზე დაიხურება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში კონსერვატიული „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ 30-პროცენტიანი მხარდაჭერით ლიდერობს და შესაბამისად, არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერი გახდება. წინასწარი გამოკითხვებით რეიტინგში მეორე ადგილს ულტრა მემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 20 %-იანი მხარდაჭერით იკავებს. მოქმედი კანცლერის ოლაფ შოლცის პარტია, კი მესამე პოზიციაზეა. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება. მოგვიანებით კი, წინასწარი შედეგებიც გახდება ცნობილი.
