შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და შტორმი
შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და შტორმი. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. უამინდობის გამო ბათუმში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები. სპეცტექნიკით მიმდინარეობს ქუჩების, ტროტუარების გაწმენდა თოვლის საფარისაგან და ტექნიკური მარილის დაყრა. უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა. მობილიზებულია 40 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა და 500-მდე თანამშრომელი.
