პრემიერის პასუხი კითხვაზე, რატომ არ ნიშნავს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“
კითხვაზე, რატომ არ ნიშნავს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იმ ფონზე, როდესაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სულელური აზრია, რომელიც მოსდით პოლიტიკოსებს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პრემიერთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია ნახოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში.
