სვანეთში ფესტივალი „გიზ გიზი“ გრძელდება
სვანეთში ფესტივალი „გიზ გიზი“ გრძელდება. დამსვენებლები დღესაც შეძლებენ დააგემოვნონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ მომზადებული კერძები. ადგილზე სხვადასხვა გასართობი სივრცეებია მოწყობილი. მუსიკალურ გაფორმებაზე ქართველი დიჯეები ზრუნავენ. ფესტივალს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები აშუქებენ.