საფრანგეთის ლიგა ერთის 23-ე ტურში „სენტ ეტიენი“ „ანჟერს“ შეხვდა და თამაში 3:3 დასრულდა
საფრანგეთის ლიგა ერთის 23-ე ტურში „სენტ ეტიენი“ „ანჟერს“ შეხვდა და თამაში 3:3 დასრულდა, ზურიკო დავითაშვილმა კი ორი საგოლე პასი მიითვალა. ქართველის გუნდი 94-ე წუთამდე იგებდა, თუმცა პენალტი დაინიშნა და „სენტ ეტიენი“ ქულას დასჯერდა. დავითაშვილს ლიგა ერთის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.
