ბულგარეთის დედაქალაქში ეროვნული ვალუტის ევროთი ჩანაცვლების გეგმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ბულგარეთის დედაქალაქში ეროვნული ვალუტის ევროთი ჩანაცვლების გეგმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაცია ძალადობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, როცა ბულგარეთის ულტრამემარჯვენე პარტია „აღორძინების“ რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა სოფიაში, ევროკავშირის მისიის შენობას წითელი საღებავი შეასხეს და ე.წ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. შედეგად შენობის შესასვლელ კარს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ცნობით, არეულობისას 10 პოლიციელი დაშავდა. ექვსი ადამიანი კი დააკავეს.
