„ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი 280 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესაძლებლობას განიხილავს
„ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის რუსული აგრესიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის 280 მილიარდი დოლარის ოდენობის, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესაძლებლობას განიხილავს. გამოცემის ცნობით, ეს იქნება მექანიზმი, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უნდა შეიქმნას. ბლუმბერგი წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თეორიული ვარიანტი იმ შემთხვევისთვის განიხილება, თუ კი მოსკოვი უკრაინისთვის ზარალის ანაზღაურებაზე უარს იტყვის.
