გერმანიის კანცლერობის კანდიდატს ალის ვაიდელს და პარტია „ალტერნატივა გერმანიას“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ილონ მასკმა
გერმანიის კანცლერობის კანდიდატს ალის ვაიდელს და პარტია „ალტერნატივა გერმანიას“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ილონ მასკმა. შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ X-ზე აუდიო მიმართვა გაავრცელა და გერმანელებს ვაიდელის სასარგებლო არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
