„ალტერნატივა გერმანიისთვის“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მსგავს პოლიტიკას გაატარებს
გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მსგავს პოლიტიკას გაატარებს. წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი, ალის ვაიდელი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველი 100 დღის განმავლობაში მიგრანტებისთვის საზღვრებს დახურავს და თავშესაფრის მაძიებლებისთვის სუბსიდიებს გააუქმებს.
