გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იწყება
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იწყება. მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ულტრა მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „მწვანეები“. წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, გერმანიის ამომრჩეველთა 29% „ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს“ უჭერს მხარს, 20,6%-ით, რეიტინგში მეორე ადგილზეა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, მესამე პოზიციას 15,5%-ით „სოციალ დემოკრატიული პარტია“ იკავებს. „მწვანეებს“ კი გამოკითხულთა 12,9% ემხრობა. გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ბუნდესტაგმა 16 დეკემბერს კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, რასაც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნა მოჰყვა.
