შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე. ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია ლანჩხუთი, გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და სენაკი, ფოთი, სარფის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კოდა-ფარცხისი-მანგლისი, წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღაიანი-ხაშურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
