თოვლი და ლიპყინული გახდა მიზეზი, რის გამოც ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა მეოთხე დღეა შეზღუდულია
თოვლი და ლიპყინული გახდა მიზეზი, რის გამოც ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა მეოთხე დღეა შეზღუდულია. გზის ამ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება. ადგილზე ვითარებას საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ. ლიპყინულის გამო, თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დღეს დილიდან ისევ შეაჩერა.
