არჩევნები გერმანიაში
გერმანიაში ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილე პარტიების რეიტინგში 29 პროცენტით ქრისტიან დემოკრატიული კავშირი ლიდერობს. მეორე ადგილზეა პარტია ალტერნატიული გერმანიისთვის, რომელსაც ხმების 20,6 პროცენტი აქვს. მესამე პოზიციას კი 15%-ით სოციალ დემოკრატები იკავებენ. ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა 16 დეკემბერს გამოუცხადა, რის შემდეგაც გერმანიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ილონ მასკმა. საკუთარ სოციალურ ქსელში მან პოსტი გამოაქვეყნა გერმანიის დროშებით და წარწერით „ალტერნატივა გერმანიისთვის.“ ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტურობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ღია მხარდაჭერას უცხადებს პარტიის ლიდერს, ალის ვაიდელს და ღიად აცხადებს, რომ გერმანიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადაარჩენს
